ჩვენ შესახებ

ჩვენი მიზანია ქველმოქმედებაში მთელი საქართველო ჩაერთოს. გვინდა ყველამ დაინახოს, რომ საქართველოს უამრავ მოქალაქეს გააჩნია ჯანმრთელობის, კვების, ტანსაცმლის და სხვა სერიოზული, დამოუკიდებლად ძნელად გადასაჭრელი პრობლემები.

სამწუხაროდ, მძიმე სოციალური ფონის გამო, საქართველოში ოფიციალური მონაცემებით ირიცხება მილიონზე მეტი ადამიანი, რომელიც სხვადასხვა სახის დახმარებას საჭიროებს. ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს აღმოვუჩინოთ დახმარება.

ჩვენ თითქოს ვერც ვამჩნევთ ასეთი ადამიანების არსებობას. მაგრამ ისინი მრავლად არიან და მათ ჩვენი და თქვენი დახმარება სჭირდებათ!