ქველმოქმედება

ქველმოქმედება

ქველმოქმედება

გამარჯობა ! გილოცავთ დამდეგ შობა ახალ-წელს ! წაგართმევთ ორიოდ წუთს და გეტყვით თუ რას გვინდა ემსახურებოდეს ეს გვერდი : ახალი არავისთვისაა, რომ საქართველოში ბევრი გაჭირვებული და ისეთი ადამიანია ვისაც თანადგომა და დახმარება ესაჭიროება. საკმარისია წარმოვიდგინოთ ბავშვი, რომელსაც საახალწლოდ თოვლის პაპა ვერ მიუტანს საყვარელ სათამაშოს და ძალაუნებურად ჩნდება განცდა, რომ შობა-ახალ წელს რაღაც აკლია .. რომ ეს ის შობა-ახალი წელი არ არის, რომელიც ბავშვობის დროინდელი ტკბილი ზღაპრებიდან და ლამაზი ფილმებიდან გვახსოვს ანდა რომელსაც არაერთხელ ვუსურვებთ სუფრასთან ერთმანეთს.. ეს ჩვენი ქვეყნის დღევანდელი მწარე რეალობაა, რეალობა, რომელსაც გამოსწორება უნდა .. გვსურს, ამ ჯგუფში გავერთიანდეთ ისეთი ადამიანები ვინც ამ შეხედულებას ვიზიარებთ და ვისაც გვჯერა, რომ #სიკეთემარტივია თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია იმ ადამიანების და/ან ოჯახების შესახებ, რომლებსაც თანადგომა ჭირდება, განთავსდება, როგორც ამ ჯგუფში, ასევე ვებ-გვერდზე HEY.GE, ამავე გვერდზე გამოქვეყნდება ინფორმაცია დახმარების მსუველებისა და გაღებული თანხების შესახებ. ვაკეთოთ სიკეთე არა იმიტომ, რომ ჩვენ ვიყოთ კარგად, არამედ იმიტომ, რომ ისინი იყვნენ უკეთესად ... #სიკეთემარტივია


დატოვეთ თქვენი კომენტარი